ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კომპანია "გუდვილმა" კორპორატიული ჟურნალი გამოუშვა
16/06/2011


პრესრელიზი

16 ივნისი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
თეა გოცაძე

საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი
ტელ: (+995 32) 24 36 73
     

კომპანია „გუდვილმა" კორპორატიული ჟურნალი გამოუშვა

[PUBLICITY.GE] თბილისი,  16 ივნისი, 2011 წელი - 17 ივნისს, 13:00 სთ-ზე კომპანია „გუდვილის" კორპორატიული ჟურნალის პირველი ნომრის პრეზენტაცია, თიბისი ბანკის საპრეზენტაციო დარბაზში გაიმართება. ჟურნალი „გუდვილი" არის საცალო ვაჭრობის; წარმოებისა და სარესტორნო ბიზნესის სფეროს; საქართველოში წარმოებული პროდუქციის; განვითარების სტრატეგიების; რეგიონალური პოტენციალის; ახალი ტექნოლოგიებისა და დანადგარების შესახებ. გარდა საცალო ვაჭრობის სფეროს მასალებისა, მკითხველს შეუძლია თვალი გადაავლოს სტატიებს სხვადასხვა ქვეყნის გასტრონომიული ტრადიციების შესახებ, აქვეა ექსპერტების აზრი, ინტერვიუები წარმატებულ ბიზნეს პერსონებთან და შეფ-მზარეულებთან, მკითხველები ჟურნალის საშუალებით  პირველები გაიგებენ სიახლეებს, აქციებსა და ფასდაკლებებს.

 -ჩვენი მიზანია „გუდვილის" მომხმარებელი ყოველთვის ინფორმირებული იყოს კომპანიაში მიმდინარე სიახლეების შესახებ, ამიტომ გადავწყვიტეთ  შეგვექმნა საინტერესო  საკითხავი ჟურნალი სასარგებლო ინფორმაციით, საქმიანი ადამიანებისათვის. ასეთი თემატიკის ჟურნალი დღეს-დღეობით არ არსებობს ქართულ მედია სივრცეში. მომხმარებელი ჟურნალში წაიკითხავს „გუდვილში" წარმოდგენილი პროდუქციის შესახებ სრულ ინფორმაციას, „გუდვილის"  მომწოდებლებისთვის და პარტნიორი კომპანიებისთვის ჟურნალი საუკეთესო საშუალებაა, რათა მომხმარებლებს მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია საკუთარი ნაწარმისა თუ პროდუქტის შესახებ. თავდაპირველად ჟურნალი გამოვა 5 000 ტირაჟით, ყოველთვიურად. 18 ივნისად ჟურნალი „გუდვილი" გავრცელდება მთელს ქსელში და გაიცემა საჩუქრად 100 ლარიანი შესყიდვის შემთხვევაში" - მიხეილ ჩარკვიანი - გუდივილის დირექტორი სტრატეგიული განვითარების დარგში.

„გუდვილმა" ჟურნალი სარეკლამო სააგენტო „ფლიტთან" და გამომცმელობა  „ფლიტმედიასთან" ერთად გამოუშვა, ერთობლივი ძალები იძლევა საშუალებას, რომ ჟურნალმა მომხმარებლებს მუდამ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციები შესთავაზოს.

წაკითხულია: 2896